მამუკა მდინარაძე: ისინი სამოქალაქო ომზე, მსხვერპლზე ოცნებობენ, ჩვენ ვოცნებობთ და ვიღვწით ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და ეკონომიკურად ძლიერ საქართველოზე

მამუკა მდინარაძე: ისინი სამოქალაქო ომზე, მსხვერპლზე ოცნებობენ, ჩვენ ვოცნებობთ და ვიღვწით ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და ეკონომიკურად ძლიერ საქართველოზე

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ხარშილაძე საუბრობს სამოქალაქო ომსა და მსხვერპლის ალბათობაზე.

„ეს მათ წარმოდგენაში იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე ხშირად, რომ არის მათთვის უკანასკნელი მაშველი რგოლი. ისინი სამოქალაქო ომზე, მსხვერპლზე ოცნებობენ, ჩვენ ვოცნებობთ და ვიღვწით, საქმითაც აქეთკენ მივდივართ, ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და ეკონომიკურად ძლიერ საქართველოზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა: „ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ – იმისი ზრდადი ალბათობა არის, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ამ ყველაფერს, ხელისუფლების უგუნურ და აბსოლუტურად ძალადობრივ ქმედებას და ჩვენ, შესაძლოა, მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე“.