მამუკა მდინარაძე: პირადად მე, არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ, აშშ-ში დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა

მამუკა მდინარაძე: პირადად მე, არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ, აშშ-ში დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა

პირადად მე, არანაირი შეტყობინება არც წინა შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში არ მიმიღია. გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20-მდე მოქალაქისთვის, მათ შორის, მინისტრების, პარლამენტის წევრების, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების და კერძო პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ეს არის კუდის მოქნევა აშშ-ში დამარცხებული მთავრობისა. აშშ-ში დამარცხდა მთავრობა და დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, რომ უფრო დაამძიმოს ის, რაც აქამდე გააკეთა, გაართულოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რათა შემდეგ ურთიერთობებში პრობლემები ძნელი აღმოსაფხვრელი იყოს. ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა. რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, პარტნიორობა შევწყვიტეთო, არადა ჩვენ არ გვქონია არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, რაც პარტნიორობის ჩანასახს მაინც შექმნიდა. იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, ნელ-ნელა რეალურ საკითხებზე ვილაპარაკებთ და ეს ურთიერთობები მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.