ქართული NGO-ების წარმომადგენლები ევროკავშირს საქართველოს დასჯას მორიგ ჯერზე სთხოვენ

ქართული NGO-ების წარმომადგენლები ევროკავშირს საქართველოს დასჯას მორიგ ჯერზე სთხოვენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკომისიას წერილს უგზავნიან, რომელშიც სთხოვენ, რომ ევროკავშირმა დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი სავიზო მიმოსვლა შეაჩეროს და ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარება მოსთხოვოს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„წერილი ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომისრის კაია კალასის სახელზე. ისინი სთხოვენ მას 16 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე სიტყვით გამოსვლას, სანქციების შემოღებას, თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერებას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისათვის და განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის დაყენებას“, - წერს იოზვიაკი.

„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი წერილის შინაარსსაც ასაჯაროებს. წერილის ხელმომწერები არიან სერგი კაპანაძე, თორნიკე გორდაძე, ანა ხურციძე, თემურ იაკობაშვილი, შოთა უტიაშვილი, თორნიკე თურმანიძე, ეკა მეტრეველი, ეკა ტყეშელაშვილი, თამარ კინწურაშვილი, გიორგი კანდელაკი, ნინო ევგენიძე, გიგი გიგიაძე, უჩა ნანუაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, დავით ჭიპაშვილი და ქეთი ვაშაკიძე.