ბათუმში, ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულს „ქრონიკა“ დაუკავშირდა. საუბარია, 3 დეკემბერს, ბათუმში ერთ-ერთ უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტზე, სადაც გამოძიების ინფორმაციით დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად ორ ადამიანს სცემეს.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ირაკლი დევაძე აცხადებს, მისი ინტერესი არ არის სტუდენტების დასჯა, რადგან მისივე თქმით უნივერსიტეტის დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ, სტუდენტები პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
„მე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ეს ბავშვები დაიჭირონ. მქონდა დილით შეხვედრა მშობლებთან. ვფიქრობ, რომ ეს ოჯახები არიან დაზარალებულები და ესენი არიან მსხვერპლნი ზუსტად იმ ბულინგის, რასაც აკეთებს დღევანდელი ამ უნივერსიტეტის დეკანი. რომელმაც მოახდინა ბულინგი ქალ პედაგოგზე. რომელიც ვიდეოებშიც ჩანს, რომ საერთოდ პლაკატებთან ახლოსაც არ დგას, იმ ტერიტორიაზე არ დგას და მერე შემოდის კადრში და ზუსტად როცა ბავშვებს ესაუბრება მაგ მომენტში ეჭრება მამუკა ჯორბენაძე და აყენებს შეურაცხყოფას. თუკი ფიქრობდა, რომ მე მასთან ვიყავი მისული მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მომეხდინა, ამაშია მთავარი კითხვა, რატომ დაგვახვედრა მაშინ ბავშვები“, - განაცხადა ირაკლი დევაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ბათუმში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა.