ირაკლი ზარქუა: გადაეცით, რომ დააგვიანეს, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, იქ დგომით დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ, არ გაცივდნენ - კუბილიუსი ხომ არ დატოვეს? აქაც კი მოგტეხეს, ჩემო ძმაო

ირაკლი ზარქუა: გადაეცით, რომ დააგვიანეს, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, იქ დგომით დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ, არ გაცივდნენ - კუბილიუსი ხომ არ დატოვეს? აქაც კი მოგტეხეს, ჩემო ძმაო

გადაეცით, რომ დააგვიანეს უკვე, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, იქ დგომით დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ, არ გაცივდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჩამოსული ევროპარლამენტარები „ჩვეულებრივი „ნაცსექტის“ დამატება არიან, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები, რომლებიც ცდილობენ, უსამშობლოების გარკვეული ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერონ“.

„ევროპარლამენტარები დღეს მორიგი ვიზიტით იმყოფებიან, ხომ იცით, ვინც არიან, საქართველოს გაშავებით რომ არიან დაკავებული. რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ, რომ თურმე სააკაშვილს ვკლავთ, ჯიგარი კი იცით, ემუქრება კიდეც გარკვეულ ჯგუფებს და იქიდან მოძღვრავს რევოლუციურ სცენარს, მშვენივრად არის. მეორე ევრორეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რომ თურმე კეზერაშვილი არის მედიამენეჯერი. აი, ასეთი უსამართლო რეზოლუციების ავტორები ჩამოვიდნენ და ბუნებრივია, ჩვენ არც გვაინტერესებს მათი აზრი, რადგან ჩვეულებრივი „ნაცსექტის“ დამატება არიან, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები, რომლებიც ცდილობენ, უსამშობლოების გარკვეული ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერონ. მილევად რეჟიმშია, გადაეცით, რომ დააგვიანეს უკვე, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, იქ დგომით დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ, არ გაცივდნენ. ამას სჯობია ისევ ჩვენი კულტურა ნახონ, გაიარონ სხვადასხვა კუთხეში, ხალხს შეხვდნენ, დაელაპარაკონ და მიხვდებიან, რომ ამ უსამშობლოებს დასაყრდენი საქართველოში არ აქვთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ამავე თემაზე საუბრისას, ზარქუამ ანდრიუს კუბილიუსს მიმართა და აღნიშნა, რომ „მისმა კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ არ არის მისი საქმე პოლიტიკა და კოსმოსის შემსწავლელი მიმართულებით გაუშვეს“.

„კუბილიუსი ხომ არ დატოვეს? კუბილიუს, აქაც კი მოგტეხეს, ჩემო ძმაო. სწორია, ადრე ჩვენ გვამუნათებდი, არარეალურ, არაადეკვატურ რაღაცებს გვიწერდი ევრორეზოლუციაში, მახსოვს, მოწოდებებიც. თქვენმა კოლეგებმა მიგიჩნიეს, რომ არ არის თქვენი საქმე პოლიტიკა და კოსმოსის შემსწავლელი მიმართულებით გაგიშვეს. იქ არის თქვენი ადგილი, კოსმოსი შეისწავლეთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრა უკვე შედგა. ამ წუთებში კი ევროპარლამენტარები შეხვედრას პრეზიდენტთან მართავენ. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.

 

 

Gami უმძლავრესი დელეგაციაა ჩამოსული ხინკლის საჭმელად.
1 საათის უკან