ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, გარკვეული ევროპარლამენტარების კონტრპროდუქტიული პოლიტიკა საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, გარკვეული ევროპარლამენტარების კონტრპროდუქტიული პოლიტიკა საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს

ევროპარლამენტარები თუ იტყვიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან, კარგი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ევროპარლამენტარები თუ ისევ იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ მუქარებით ილაპარაკონ და ოპოზიციის აქციისთვის მუხტი აწიონ, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის სიახლე არ არის“.

„ევროპარლამენტარები თუ ისინი იტყვიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან, კარგი იქნება. თუ ისევ იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ მუქარებით ილაპარაკონ და ოპოზიციის აქციისთვის მუხტი აწიონ, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის სიახლე არ არის. სამწუხაროდ, მათი კონტრპროდუქტიული პოლიტიკა საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.