პაატა მანჯგალაძე: დღეს მანქანასთან დამხვდა ოთხი აგრესიული ადამიანი, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი საქართველოში არ არის, ამას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა

პაატა მანჯგალაძე: დღეს მანქანასთან დამხვდა ოთხი აგრესიული ადამიანი, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი საქართველოში არ არის, ამას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა

დღეს მანქანასთან დამხვდა ოთხი ადამიანი, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი საქართველოში არ არის, ამას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აგრესიული ადამიანები ე.წ ტიტუშკებს წააგავდნენ.

„ჩამოვედი თუ არა სახლთან, მანქანასთან დამხვდა ოთხი ადამიანი. ორი განსაკუთრებით აქტიურობდა, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი არ არის საქართველოში. შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, მაგრამ არა აგრესიულად, გაწევა-გამოწევა ერთმანეთისკენ. შემდეგ ერთ-ერთმა თქვა, რომ შეიძლება იარაღი აქვს, პარლამენტის ყოფილი წევრია, ამიტომ სჯობს სხვა დროს ვნახოთ და გამეცალნენ. ამ დროს სხვა ხალხიც მოვიდა. მე შემიძლია ამოცნობა, არის ასევე გზაზე კამერები და ეს ოთხი ადამიანი დაფიქსირებულიც ინება. ნიღბები არ ეკეთათ, ჩემი მეზობლები არ იყვნენ. იყვნენ აგრესიული ადამიანები, უფრო წააგავდნენ ე.წ. ტიტუშკებს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები მოგზავნილი, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ ზუსტად არ იცის.

„მე არ ვიცი, შეიძლება, შემთხვევით, მაგრამ მანქანასთან იდგნენ და ალბათ, წინასწარაც ჰქონდათ განზრახული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მარბიელი შენ ვის რა ყ-ედ უნდიხარ, შენიანებმა დაგიკიდეს და სიაში არა ხარ!
1 საათის უკან
Gami აუუჰ!
1 საათის უკან