ევროპარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიცია და გამოცემული ნებისმიერი რეზოლუცია არის მისასალმებელი, მაგრამ იმ კონტექსტში, როდესაც კვირიდან კვირამდე, თბილისის ქუჩებში, ასობით ადამიანს აწამებენ და რეჟიმი სულ უფრო ბრუტალური ხდება, არც ერთი დღე დასაკარგი არ არის - მე ვფიქრობ, ისინი ყურად იღებენ ნაწამები ქართველი ხალხის ნებასა და სურვილს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ გაკეთებულ განცხადებებს და შემუშავებულ რეზოლუციებს აღსრულება სჭირდება.
როგორც მელია აღნიშნავს, რეზოლუციას როდესაც გამოსცემ, ის უნდა აღსრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დოკუმენტმა ფასიც კი დაკარგოს.
„ყველასთვის ცხადია, რომ ქართული სახელმწიფო მანამ სანამ არის მიტაცებული, არის საერთაშორისო იზოლაციაში. ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ნებისმიერი საუკეთესო ქომაგი, ვინც დასავლეთიდან ჩამოვა, საერთაშორისო პარტნიორი, მსგავსად დღევანდელი ჩვენი სტუმრებისა, მე ვფიქრობ, უკვე აცნობიერებენ, რომ გაკეთებულ განცხადებებს და შემუშავებულ რეზოლუციებს სჭირდება აღსრულება. რეზოლუციას როდესაც გამოსცემ, უნდა აღსრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთმა რეზოლუციამ შეიძლება ფასიც კი დაკარგოს. გასაგებია, რომ ევროკავშირის ფარგლებში სხვადასხვა ინსტიტუტებია, ამ შემთხვევაში აღმასრულებელ რგოლს უნდა ეთამაშა მნიშვნელოვანი როლი დღემდე. მე ვფიქრობ, ის აუცილებლად ადეკვატური იქნება ქართველი ხალხის ნების აღსრულების პროცესში. უბრალოდ, ევროპარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიცია და გამოცემული ნებისმიერი რეზოლუცია არის მისასალმებელი, მაგრამ იმ კონტექსტში, როდესაც კვირიდან კვირამდე, თბილისის ქუჩებში, ასობით ადამიანს აწამებენ და რეჟიმი სულ უფრო ბრუტალური ხდება, არც ერთი დღე დასაკარგი არ არის. ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, ისინი ყურად იღებენ ნაწამები ქართველი ხალხის ნებასა და სურვილს,“ - განაცხადა მელიამ.