საქართველოში სტუმრად ვინც ჩამოვა, კი ბატონო, ვინც შეურაცხყოფისთვის ჩამოვა, შესაბამის პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტარების ჯგუფის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის მხრიდან ჭკუის სწავლება უხერხულია.
„შეგვიძლია, ევროპარლამენტარებზე ბევრი აღარც ვისაუბროთ, იმიტომ, რომ ევროპარლამენტში ბოლო ორი წლის განმავლობაში რაც კორუფციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, 10-ზე მეტი ევროპარლამენტარი დააკავეს და ა.შ., იქიდან ჭკუის სწავლება, ცოტა არ იყოს, უხერხულია საქართველოსთან მიმართებაში. რაც შეეხება ვიზიტს, ვინც ჩამოვა სტუმრად, კი ბატონო; ვინც ჩამოვა შეურაცხყოფისთვის, ის შესაბამის პასუხს მიიღებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.