საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა

საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა

საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა. ისინი უკვე ესაუბრნენ ოპოზიციის წევრებს. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებთან.

ჩამოსვლამდე, ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში ჩამოდიან, რათა სოლიდარობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს გამოუცხადონ.

რასა იუკნევიჩიენეს გარდა, რომელიც "ევროპის სახალხო პარტიას" (EPP) წარმოადგენს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) წევრი მიჰალ ჩერბა, "განაახლე ევროპის" ორი წევრი საფრანგეთიდან - ნატალი ლუაზო და ბერნარდ გეტა; "სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" წევრი ტობიას კრემერი და "მწვანეების" წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან რაინიე ვან ლანშოტი.