პაველ ჰერჩინსკი: არ გვსურს, ზიანი მივაყენოთ და დავსაჯოთ ქართველი ხალხი, ჩვენი მიზანია საქართველოს ხელისუფლებისთვის ძლიერი გზავნილის გაგზავნა, რომ მათი ტრაექტორია დაუშვებელია

პაველ ჰერჩინსკი: არ გვსურს, ზიანი მივაყენოთ და დავსაჯოთ ქართველი ხალხი, ჩვენი მიზანია საქართველოს ხელისუფლებისთვის ძლიერი გზავნილის გაგზავნა, რომ მათი ტრაექტორია დაუშვებელია

არ გვსურს, ზიანი მივაყენოთ და დავსაჯოთ ქართველი ხალხი, ჩვენი მიზანია საქართველოს ხელისუფლებისთვის ძლიერი გზავნილის გაგზავნა, რომ მათი ტრაექტორია დაუშვებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეწყვეტის საკითხზე დასმულ კითხვაზე.

ჰერჩინსკის თქმით, მომდევნო კვირაში გამოჩნდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

„ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდით, რომ არ გვსურს, ზიანი მივაყენოთ და დავსაჯოთ ქართველ ხალხი, რომელიც ყოველ საღამოს გამოდის ქუჩაში და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებს. სრულად მესმის, რამდენად რთულია ეს მათთვის. ჩვენი განზრახვა მათი დასჯა არაა. ჩვენი მიზანია საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან ძლიერი გზავნილის გაგზავნა, რომ მათი ტრაექტორია, რომელიც მრავალი თვეა, აირჩიეს, განსაკუთრებით კი ბოლო ორ კვირაში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის სასტიკი გამოყენებით, დაუშვებელია. მოდით, დაველოდოთ მომდევნო კვირას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები კოლექტიურად“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.