ლადო ბოჟაძე: 30 დეკემბრიდან ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება, მისთვის თუ ძალიან ძვირფასია ეს სავარძელი, რომელზეც ექვსი წელია, დასვა ქართველმა ხალხმა, შეგვიძლია, სახლში გავატანოთ

ლადო ბოჟაძე: 30 დეკემბრიდან ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება, მისთვის თუ ძალიან ძვირფასია ეს სავარძელი, რომელზეც ექვსი წელია, დასვა ქართველმა ხალხმა, შეგვიძლია, სახლში გავატანოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და 30 დეკემბრიდან სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.

„14 დეკემბერს ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს. 29 დეკემბერს იქნება პრეზიდენტის ინაგურაცია. 30 დეკემბრიდან სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება. თუ მისთვის ძალიან ძვირფასია ეს სავარძელი, რომელზეც ექვსი წელია, დასვა ქართველმა ხალხმა, შეგვიძლია, კონკრეტულად ეს სავარძელი სახლში გავატანოთ“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.