კატეგორიულად ვგმობთ ენტონი ბლინკენის მიკერძოებულ განცხადებას - ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ახალი ადმინისტრაციის დროს აღდგება

კატეგორიულად ვგმობთ ენტონი ბლინკენის მიკერძოებულ განცხადებას - ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ახალი ადმინისტრაციის დროს აღდგება

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და უარვყოფთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიკერძოებულ განცხადებას, რომელიც ამახინჯებს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და მიზნად ისახავს აზერბაიჯანის სასამართლო პროცესებში ჩარევას, - განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„სამწუხაროდ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ენტონი ბლინკენის ხელმძღვანელობით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, აღნიშნული პერიოდი აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებისთვის დაკარგულ წლებად ითვლება, რომელიც წინა წლებში მეგობრობითა და თანამშრომლობით გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ ენტონი ბლინკენის ორმაგმა სტანდარტებმა ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ვითარებასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის პარალიზება მოახდინა. ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ახალი ადმინისტრაციის დროს აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ მზარდი რეპრესიების გამო.

Gami ბაიდენის ადმინასტრიციაზე სამარცხვინო ხელისუფლება არ ჰყოლია აშშ-ს. დაჭაობებული სკლეროტიკული მარაზმის და გავაშებული ლიბერასტიზმის მეტასტაზური სიმსივნე.
2 საათის უკან