POLITICO: ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი განიხილავენ უკრაინაში ომისშემდგომი სამშვიდობო ძალების განლაგებას

POLITICO: ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი განიხილავენ უკრაინაში ომისშემდგომი სამშვიდობო ძალების განლაგებას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი განიხილავენ უკრაინაში ომისშემდგომი სამშვიდობო ძალების განლაგებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად განიხილავს უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგებას კონფლიქტის დასრულების შემდეგ“, - განაცხადეს წყაროებმა.

როგორც პოლონური მედია იუწყება, საუბარია 40 000-იან სამშვიდობო ძალებზე, რომელიც შედგება უცხო ქვეყნების ჯარისკაცებისგან.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუთითა ასეთი გეგმის არსებობაზე გერმანიის სავარაუდო მომავალ კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას.