არანაირ რყევას არ ველოდები, - განაცხადა Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, რითაც გაფიცვასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მსხვილი ბიზნესის მიმართ გაკეთებულ მოწოდებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბიზნეს სექტორმა გაფიცვის იდეას მხარი არ დაუჭირა, რადგან ეს არასერიოზულია და ამასთან, ბიზნესი გამოდის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
„ეს არის პანიკის დათესვის ნაწილი, თორემ თუ ჩვენ ვსაუბრობთ მსხვილი ბიზნესის ნაწილზე, მაგალითად „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“, რომელიც აერთიანებს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის შემქმნელთა 75%-ზე მეტს, საუბრობს იმის შესახებ, რომ ბიზნესს აქვს პოზიტიური მოლოდინები. გაფიცვა არც ერთმა სოლიდურმა ბიზნესმა არ მიიღო სერიოზულად. ოპოზიციური პარტიების და მათი ტელევიზიების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ბიზნეს სექტორმაც კი, იოტისოდენაც არ დაუჭირა მხარი გაფიცვის იდეას“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.