დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა - შუქი დღეში ერთხელ, 1 საათითა და 24 წუთით ჩაირთვება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა - შუქი დღეში ერთხელ, 1 საათითა და 24 წუთით ჩაირთვება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ რეგიონში ერთადერთი ელექტროსადგური  ენგურჰესი გათიშეს.

კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადებაში ნათქვამია, რომ ენერგომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მზადდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი.

მოგვიანებით კომპანიამ გამოაქვეყნა გრაფიკი, რომლის თანახმად, აბონენტებს შუქს 07:00 საათიდან 21:00-მდე მონაკვეთში დღეში მხოლოდ ორჯერ ჩაურთავენ - 1 საათითა და 24 წუთით.