ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
""მაიდანის" რევოლუციურ სიმბოლოებს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი მეტაფიზიკური დატვირთვაც აქვთ; არ არის შემთხვევითი, რომ ცეცხლი, კოცონი და განსაკუთრებით ნაგვის ურნაზე წაკიდებული ცეცხლი - "მაიდანის" ერთ-ერთი მთავარი სურათ-ხატია. სიმბოლურად ეს "გეენის ცეცხლს" გამოხატავს. მეტაფიზიკური თვალსაზრისით - "მაიდანი" სწორედ ეს არის - გეენის ცეცხლი, რითაც "ნაგავი" უნდა დაიწვას.
გაგახსენებთ: "გეენა" არის ადგილი იერუსალიმში, მინდორი ქალაქგარეთ, სადაც ადრე მოლოქის კერპი იყო აღმართული და მას ცოცხალ ადამიანებს "საკრალურ მსხვერპლად" სწირევდნენ. განსაკუთრებით შემზარავია, რომ მოლოქის მსხვერპლს, უპირატესად კი ბავშვებს, ცოცხლად ხრუკავდნენ; მოგვიანებით გეენა - იერუსალიმის ნაგავსაყრელი გახდა, სადაც ნაგავს წვავდნენ; სწორედ გეენის სიმბოლოა - ნაგვის ურნის დაწვა. ასევე - "საკრალური მსხვერპლი", რაც "მაიდანის" კულმინაციაა, რამაც ძალადობრივი ესკალაციით კვანძი უნდა გახსნას, მეტაფიზიკური თვალსაზრისით - მოლოქის გამოხმობის და მისთვის მსხვერპლის შეწირვის რიტუალია...
გამაოგნებელია, ძალიან შემაძრწუნებელი, რომ ამ უბნელეს უსჯულოებას მხარდამჭერები ჰყავს საქართველოში. ამაზრზენია გეენის ცეცხლში მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს, რომელშიც ბიძინას ფიტული ჩაასვენეს, დაწვა. ეს მარტივი ამბავი და უბრალო ქაჯობა არ არის. არც ამ დაბნეული და ეგზალტირებული, უმწიფარი ახალგაზრდების მოფიქრებულს გავს. უდიდესი ალბათობით, ეს გახლავთ ბაალისა და მოლოქის სისხლიანი კულტის, რასაც გეენის ცეცხლის დანთებით აპირებენ, "ეზოთერული" კულტივირება საქართველოში.
უდიდეს მწვალებლობასთან - გნოსტიციზმთან, რომლის მამამთავარი ის გველია, ვინაც სამოთხეში ადამი და ევა აცდუნა, რადაც თავს მიიჩნევს დღევანდელი პოსტლიბერალური ელიტა, ამას უშუალო და პირდაპირი, მეტაფიზიკური და მკაფიოდ აქცენტირებული სიმბოლური კავშირი აქვს.
ასე რომ, ნურავინ დაიბნევით! ეკრძალენით ამათ, ყველანაირად მოერიდეთ, ვითარცა გეენის ცეცხლს! სიბილწეა ეგ, სიბილწე და საუკუნო წარწყმედა!"