ლევან მახაშვილი ივანიშვილსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არის პასუხი ყველა იმ დესტრუქციაზე, რასაც ვხედავთ ოპოზიციისგან განვლილი კვირების განმავლობაში

ლევან მახაშვილი ივანიშვილსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არის პასუხი ყველა იმ დესტრუქციაზე, რასაც ვხედავთ ოპოზიციისგან განვლილი კვირების განმავლობაში

ეს ზარი არის პასუხი ყველა იმ დესტრუქციაზე, რასაც ვხედავთ ოპოზიციისგან განვლილი კვირების განმავლობაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო ზარს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს იყო ძალიან საქმიანი და შინაარსიანი საუბარი.

„ეს იყო ძალიან საქმიანი, შინაარსიანი, შედეგზე ორიენტირებული საუბარი. ორივე მხარემ ძალიან დეტალურად მიმოიხილეს ყველა ეს საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი დღეს ჩვენს ურთიერთობებში, საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ა.შ. და სწორია ასეთ მასშტაბურ საკითხებზე, ამ დონეზე საუბარი. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არის და სხვა დამატებითი აქტივობები, რასაც ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა ახორციელებს ბოლო კვირების მანძილზე აუცილებლად მოიტანს შედეგს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.