ვისი გამოსახულება შეიძლება იყოს კუბოზე, რომელიც საქართველოსთვის არის დამზადებული, ჩინელი ფილოსოფოსის ხომ არ იქნება. ამიტომ ამაზე საჭირო იყო დაფიქრება რა უფრო მნიშვნელოვანია რეალობა თუ აღქმები და ხანდახან აღქმაა სწორედ რეალობა, - განაცხადა თეოლოგმა ლევან აბაშიძემ მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე საუბრისას.
„ზოგადად რაღაცის დაწვა, იქნება ეს კუბო თუ ფიტული, ჩვენს ტრადიციაში არ არის, არც ქრისტიანულ და არც ქართულ ტრადიციაში არა არის მსგავსი რამ, უფრო დასავლეთშია ასეთი ტრადიცია. ეს მათი არჩევანია, უბრალოდ ასეთი რეაქციის არ უნდა გაუკვირდეთ“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.