ხელისუფლება საზოგადოებას მოუწოდებს, არ აჰყვნენ დესტრუქციაში პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ინტერესი ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობაა

ხელისუფლება საზოგადოებას მოუწოდებს, არ აჰყვნენ დესტრუქციაში პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ინტერესი ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობაა

ხელისუფლება საზოგადოებას მოუწოდებს, არ აჰყვნენ დესტრუქციაში პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ინტერესი ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობაა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე კვირაში დაგეგმილი არეულობის სცენარის გასაჯაროებით პრევენციული ღონისძიება გაატარა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფისა და მათი მოკავშირეების მოსალოდნელი დანაშაულებრივი გეგმა გაასაჯაროვა. სუს-ის ცნობით, მიზანი პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა და სახელისუფლებო კრიზისის გამოწვევაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელებულ განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე, აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა“.