ბიძინა გიორგობიანი ავთანდილ იმნაძეზე: ეს კაცი 1991 წელს დაგვიპირისპირდა და პუტჩის  მხარეს დადგა, რასაც ცოტა ხნის წინათ თითქოს ნანობდა კიდეც - როგორც ჩანს ღალატი ისეთი თვისებაა, რაც არ იკურნება

ბიძინა გიორგობიანი ავთანდილ იმნაძეზე: ეს კაცი 1991 წელს დაგვიპირისპირდა და პუტჩის  მხარეს დადგა, რასაც ცოტა ხნის წინათ თითქოს ნანობდა კიდეც - როგორც ჩანს ღალატი ისეთი თვისებაა, რაც არ იკურნება

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიძინა გიორგობიანი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრის და უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ იმნაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილს ეხმიანება, სადაც ის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: "გიბრძანებ, ბიძინა ივანიშვილო, დათმე ძალაუფლება და წადი მშობლიურ რუსეთში".

გიორგობიანის განცხადებით, იმნაძე 1991 წელს პუტჩის მხარეს დადგა და როგორც ჩანს, ღალატი ისეთი თვისებაა რაც არ იკურნება. 

"აი ეს კაცი 1991 წელს დაგვიპირისპირდა და პუტჩის  მხარეს დადგა, რასაც ცოტა ხნის წინათ თითქოს ნანობდა კიდეც (ლინკი ქვემოთაა მოცემული) სატელევიზიო ინტერვიუში. როგორც ჩანს ღალატი ისეთი თვისებაა, რაც არ იკურნება." -  წერს ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.