ზურაბ ქადაგიძე: ჰერჩინსკიც და მაკრონიც ახალი მსოფლიო წესრიგის სიოს გრძნობენ და ძალაუნებურად უწევთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ, თუმცა როგორც იაკობინელები ვერ გადაურჩნენ,  ისევე განწირულები არიან

ზურაბ ქადაგიძე: ჰერჩინსკიც და მაკრონიც ახალი მსოფლიო წესრიგის სიოს გრძნობენ და ძალაუნებურად უწევთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ, თუმცა როგორც იაკობინელები ვერ გადაურჩნენ,  ისევე განწირულები არიან

ჰერჩინსკის შემდეგ, მაკრონს გადაურბენს ჩვენი ლიბერალური ელიტა და მათი ფაშისტი პატრონები, თუმცა აზრი არ აქვს, არც ადგილობრივი  და არც, საერთაშორისო ომის პარტიის ბაქი-ბუქს, წარსულს ბარდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი“-წერსხალხის ძალისწევრი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ.

მისივე თქმით, ვინ იქნება  ლიბერალური რევოლუციის შემდეგი მოღალატე, დრო გამოაჩენს. მანამდე კი - ჩვენი რევოლუციონერების, კოლექტიური პოლიტიკური სუიციდის მომსწრენი გავხდებით.

"დანტონის შემდეგ, რობესპიერის ჯერი დგება" - ფრანგული ჭეშმარიტება.

ჰერჩისნკის შემდეგ, მაკრონს გადაურბენს ჩვენი ლიბერალური ელიტა და მათი ფაშისტი პატრონები, თუმცა აზრი არ აქვს, არც ადგილობრივი  და არც, საერთაშორისო ომის პარტიის ბაქი-ბუქს, წარსულს ბარდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი.

ერთია - ჰერჩინსკიცა და მაკრონიც, ახალი მსოფლიო წესრიგის სიოს გრძნობენ და ძალაუნებურად უწევთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ, თუმცა როგორც იაკობინელები ვერ გადაურჩნენ, ისევე განწირულები არიან "პოლიტიკური გილიოტინისთვის".

ასე რომ - ათვლა დაწყებულია, ვინ იქნება  ლიბერალური რევოლუციის შემდეგი მოღალატე, დრო გამოაჩენს!

მანამდე კი - ჩვენი რევოლუციონერების, კოლექტიური პოლიტიკური სუიციდის მომსწრენი გავხდებით!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.