როგორც ჩანს, გახარიასაც უმტყუნა ნერვებმა და აღიარებით ჩვენებებზე გადავიდა - მან კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე ფარდა ჩამოხსნა რადიკალურ ოპოზიციას და მათ საერთო პატრონებს უცხოეთში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
„როგორც ჩანს, გახარიასაც უმტყუნა ნერვებმა და აღიარებით ჩვენებებზე გადავიდა პირდაპირ. მან აღიარა ის, რომ 20 იანვრამდე, ტრამპის ინაუგურაციაზე უნდა მოახდინონ რადიკალური პროცესები საქართველოში, საჯაროდ აღიარა ეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი არ ეთანხმება ტრამპის პოლიტიკას და მეორე, ასევე, 20 იანვრამდე უნდათ, რომ გარკვეული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნან თავიანთ ქვეყანას, არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს. გახარიას ეს კუდის გაქანავება ამას ემსახურება. მან კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე ფარდა ჩამოხსნა რადიკალურ ოპოზიციას და მათ საერთო პატრონებს უცხოეთში“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.