გენო პეტრიაშვილი: ყველას აყენებენ შეურაცხყოფას, იქნებიან ეს ქართული სპორტის თუ ხელოვნი, ჩემი დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ამ ღირსეულ ხალხს და მინდა, ხვიჩას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო

გენო პეტრიაშვილი: ყველას აყენებენ შეურაცხყოფას, იქნებიან ეს ქართული სპორტის თუ ხელოვნი, ჩემი დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ამ ღირსეულ ხალხს და მინდა, ხვიჩას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პატრიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის თემაზე სოციალურ ქსელში დამცინავ კომენტარებს აფასებს.

„მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას. საერთოდ, ტენდენციაა, ამ ადამიანების ხელწერაა, არც ვიცი, მაათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო, მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული. ყველას აყენებენ შეურაცხყოფას, იქნებიან ეს ქართული სპორტის თუ ხელოვნების წარმომადგენლები, ღირსეული ადამიანები. მინდა, ამ ძვირფას ადამიანებს მივმართო, არ მიაქციონ მათ ყურადღება. ჩემი დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ამ ღირსეულ ხალხს და მინდა, ხვიჩას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - ლიბერალური ბაბლი მას დასცინის და შეურაცხყოფას აყენებს.