არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის ჩანაწერებიც ვნახეთ, სადაც მომიტინგეები ამბობდნენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პიროტექნიკის გამოყენებით შეუძლებელია ამ ქვეყანაში რევოლუცია - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.
„არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის ჩანაწერებიც ვნახეთ, სადაც მომიტინგეები ამბობდნენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პიროტექნიკის გამოყენებით შეუძლებელია ამ ქვეყანაში რევოლუცია და გადატრიალება მოხდეს. ამისათვის საჭიროა უფრო ბრუტალური მეთოდები. მოვისმინეთ, რომ საჭიროა კონკრეტული ადამიანებისთვის კერძო საკუთრებების დაწვა. ასევე ვნახეთ, რომ მსხვერპლსაც კი ითხოვდნენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ, ღიად, საჯაროდ ამ ყველაფერს ამბობდნენ, სოციალურ ქსელებში წერდნენ. შესაბამისად, არსებობს იმის მაღალი რისკი, რომ გარკვეულმა ადამიანებმა, სავარაუდოდ ისევ გარედან ჩარევის შედეგად, სცადონ, რომ ადამიანების გარდაცვალება გამოიყენონ თავიანთი მერკანტილურ მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის მოწყობას. თითოეულ ადამიანს უნდა მოვუწოდოთ, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, - აღნიშნა გორდულაძემ.
სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს და პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი