ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, სანქციების განხილვისას იქნებიან ქვეყნები, რომლებიც ამის წინააღმდეგ წავლენ, უნგრეთი ვეტოს თუ დაადებს, შეუძლია, საკითხი დაბლოკოს

ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, სანქციების განხილვისას იქნებიან ქვეყნები, რომლებიც ამის წინააღმდეგ წავლენ, უნგრეთი ვეტოს თუ დაადებს, შეუძლია, საკითხი დაბლოკოს

საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა განსაკუთრებით გაძლიერებულია უკანასკნელ თვეებში. ამ ჭრილში საქართველოს მიმართ საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და მათი საგარეო საქმეთა მინისტრები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, იმედი აქვს, სანქციების საკითხის განხილვისას ევროკავშირის ქვეყნები ვეტოს გამოიყენებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც სანქციების საკითხს ასე არ უყურებენ. დიდი იმედი მაქვს, სანქციების დაწესების საკითხის განხილვა როცა შედგება, იქ იქნებიან ქვეყნები და დედაქალაქები, რომლებიც ამის წინააღმდეგ წავლენ. დღის წესრიგში ინდივიდუალური სანქციების საკითხი თუ დადგება და უნგრეთი ვეტოს დაადებს, შეუძლია, საკითხი დაბლოკოს, რადგან გადაწყვეტილებას ერთსულოვნება სჭირდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.