დიპლომატის პირდაპირი მოვალეობის შესრულების გამო პაველ ჰერჩინსკის კრიტიკის კამპანიას სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აპროტესტებს ევროკავშირის ელჩისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას.
სალომე ზურაბიშვილი მაკა ბოჭორიშვილს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს უწოდებს, თავად ამ შეხვედრას კი მიუღებელ ხელის ჩამორთმევად აფასებს.
ამ განცხადებით ზურაბიშვილი უკვე ისეთი პოლიტიკოსების რიგებშია როგორებიცაა: ჟიგიმანტას პავილიონისი, მარკო მიხელსონი, მიხაელ როთი.
„რაც არ არის ნახსენები ის რომ, მე შეხვედრა ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, ძლიერი პროტესტით დავიწყე. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.
„ქართული ოცნება“ არ მოელოდა, რომ პაველ ჰერჩინსკი მისივე მეგობრებისგან და სალომე ზურაბიშვილისგანაც კი ხელისუფლების დასაცავი გახდებოდა. მმართველი პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ ამ განცხადებით ზურაბიშვილმა ბოლო წითელი ხაზი გადაკვეთა.