თუ ძალიან უნდა და ეძვირფასება ის სკამი, შეუძლია გაიყოლოს. მე დავფარავ იმ სკამის ხარჯებს ბოლო-ბოლო, არ დავწყვეტთ იმ სკამზე გულს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით.
„14 დეკემბერს არის ჩანიშნული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. 300-კაციანი კოლეგია აირჩევს საქართველოს ახალ პრეზიდენტს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილი გამოვა თუ არა [პრეზიდენტის სასახლიდან], არ მგონია, რომ ამას რაიმე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ის აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. თუ ძალიან უნდა და ეძვირფასება ის სკამი, შეუძლია გაიყოლოს. მე დავფარავ იმ სკამის ხარჯებს ბოლო-ბოლო, არ დავწყვეტთ იმ სკამზე გულს. ამით დასრულდება საბოლოოდ კონსტიტუციური ორგანოების ფორმირება, როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის და პრეზიდენტის და ქვეყანა გააგრძელებს კონსტიტუციურ ფარგლებში განვითარებას“, - აღნიშნა ბოჟაძემ.