უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში ქართველი კოლეგის, მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალურ ვიზიტს ეხმაურება.
„საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყნებს მუდმივად უწევთ ბრძოლა სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე. ერთი რამ ცხადია: შეგვიძლია ერთმანეთის იმედი გვქონდეს!“ - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.