ხერხემლის სვეტი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრუქტურაა. ის უზრუნველყოფს სხეულის სტრუქტურულ მხარდაჭერას და იცავს ცენტრალური ნერვული სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს - ზურგის ტვინს. მიუხედავად მისი გამძლეობისა,ხერხემალი მგრძნობიარეა მთელი რიგი მდგომარეობების მიმართ,რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის მიდამოში დისკომფორტი,ტკივილი,ფუნქციური დაქვეითება და სხვა.
ხერხემლის გავრცელებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები
● ზურგის ტკივილი - ზურგის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების დაჭიმვით,მყესების დაჭიმვით,მალთაშუა დისკის თიაქრით,სხვადასხვა დეგენერაციული დაავადებით თუ ა.შ.
მკურნალობა :
1. მედიკამენტები - ტკივილგამაყუჩებლები,მიორელაქსანტები,ადგილობრივი ანალგეტიკები და სხვა.
2. ფიზიკური თერაპია - პაციენტზე მორგებული სავარჯიშო პროგრამები; მანუალური თერაპია,როგორიცაა მასაჟი,მობილიზაცია; პოზის ვარჯიშები ყოველდღიური აქტივობების დროს სწორი პოზის შენარჩუნებისათვის.
● თიაქარი - ხერხემლის პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევია. შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სეგმენტში, თუმცა ხშირია კისრისა და წელის არეში.
მკურნალობა :
1. მედიკამენტები - ტკივილგამაყუჩებლები,არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები,მიორელაქსანტები.
2. ფიზიკური თერაპია - ზურგის კუნთების გაძლიერებასა და მოქნილობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სავარჯიშო პროგრამები; მანუალური თერაპია; ტრაქცია.
3. აქტივობების მოდიფიკაცია
4. სიცივისა და სითბოს თერაპია
5. ქირურგიული ჩარევა
● ხერხემლის სტენოზი - ეს მდგომარეობა წარმოადგენს ხერხემლის არხის შევიწროებას, რამაც შეიძლება ზეწოლა მოახდინოს ზურგის ტვინსა და ნერვებზე. იწვევს ტკივილს, დაბუჟებასა და სისუსტეს.
მკურნალობა:
1. მედიკამენტები - ტკივილგამაყუჩებლები,არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები,ანტიდეპრესანტები.
2. ფიზიკური თერაპია - ზურგის კუნთების გაძლიერებასა და მოქნილობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სავარჯიშო პროგრამები; მანუალური თერაპია; ტრაქცია.
3. სიცხისა და სიცივის თერაპია
4. ქირურგიული ჩარევა
● სქოლიოზი - დეფორმაციის ყველაზე გავრცელებული სახეა.სქოლიოზისთვის დამახასიათებელია მხრების ან თეძოების ასიმეტრიულობა, თავის ცენტრალური მდებარეობის დარღვევა, პოზის ცვლილება და ხერხემლის ტკივილი. ძირითადად დაავადება უვითარდებათ მოზარდებს.
მკურნალობა:
1. დაკვირვება და მონიტორინგი
მსუბუქი სიმძიმის სქოლიოზის დროს(კობის კუთხე 10-20 გრადუსი),განსაკუთრებით კი ბავშვებში,რომლებიც ჯერ კიდევ ზრდის პერიოდში არიან,რეკომენდირებულია რეგულარული შემოწმება და მრუდის პროგრესირების მონიტორინგი.
2. ფიზიკური თერაპია
პოსტურალური ტრენინგი - გულისხმობს ინდივის პოზის გაუმჯობესებას. ეს შეიძლება მოიცავდეს სათანადო ჯდომის,დგომის და ძილის პოზების სწავლებას.
გაჭიმვა და მოძრაობის დიაპაზონის სავარჯიშოები - ხერხემლისა და მიმდებარე კუნთების მოქნილობისა და მობილობის გასაუმჯობესებლად ინიშნება სპეციალური გაჭიმვის ვარჯიშები. ეს ხელს უწყობს სიხისტისა და დისკომფორტის შემცირებას.
ძალისმიერი ვარჯიშები - მიზნად ისახავს მუცლის,ზურგის და მენჯის კუნთების გაძლიერებას.
ბალანსისა და კოორდინაციის ტრენინგი - ბალანსის ვარჯიშები ხელს უწყობს სტაბილურობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას.
სუნთქვითი ვარჯიშები - მნიშვნელოვანია მძიმე გამრუდების მქონე პირებში. ამ დროს ხშირია ფილტვის ფუნქციაზე გავლენის მოხდენა. ტექნიკას,როგორიცაა დიაფრაგმული სუნთქვა,შეუძლია სუნთქვის ფუნქციის ოპტიმიზაცია.
მანუალური თერაპია- გამოიყენება კუნთების დაძაბულობის შესამცირებლად,სახსრების მობილობის გასაუმჯობესებლად და სქოლიოზთან დაკავშირებული ტკივილის შესამცირებლად.
3. კორსეტი - რეკომენდირებულია საშუალო სიმძიმის სქოლიოზის დროს (კობის კუთხე 25-40 გრადუსი). მკურნალობის მიზანია ბავშვის ზრდისას მრუდის შემდგომი პროგრესირების თავიდან აცილება. ბრეკეტის ტიპი და ტარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდის მრუდსა და მრუდის ზრდის პოტენციალზე.
4. ქირურგიული ჩარევა
5. შროტის მეთოდი - კონსერვატიული მკურნალობის ოქროს სტანდარტია. აერთიანებს სპეციფიკური სავარჯიშოების პროგრამას და დამხმარე საშუალებების გამოყენებას.
● ოსტეოქონდროზი : ხერხემლის ქსოვილების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რაც იწვევს მალთაშუა დისკების გამრუდებასა და სახსრების დეფორმაციას, კალციფიკატების წარმოქმნასა და მალთაშუა სივრცის შევიწროებას. ეს ყველაფერი, უმეტესად კუნთების ტონუსის შემცირებასთანაა კავშირში. ოსტეოქონდროზის ძირითადი სიმპტომი ტკივილია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე გადაცემითი.
მკურნალობა:
1. დასვენება და ატივობების მოდიფიკაცია- სასურველია ისეთი აქტივობებისგან თავის შეკავება,რომლებიც სიმპტომებს ამძაფრებს. რეკომენდირებულია მაღალი ზემოქმედების აქტივობების შემცირება და დაბალი ზემოქმედების ვარჯიშებზე გადასვლა,როგორიცაა ცურვა ან ველოსიპედი.
2. ტკივილის მართვა
3. ფიზიკური თერაპია - მანუალური თერაპია; ძალისა და მოქნილობის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები.
4. დამხმარე ორთოპედიული მოწყობილობების გამოყენება.