დეველოპერული კომპანია „არსის“ აქციონერი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ კომპანია ამ ეტაპისთვის არ გაფიცულა - „როცა საუბარია ბიზნესის გაფიცვაზე, მაგაში ვერ ვხედავ ხოლმე დიდ შედეგს“

დეველოპერული კომპანია „არსის“ აქციონერი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ კომპანია ამ ეტაპისთვის არ გაფიცულა - „როცა საუბარია ბიზნესის გაფიცვაზე, მაგაში ვერ ვხედავ ხოლმე დიდ შედეგს“

დეველოპერული კომპანია „არსის“ აქციონერი თორნიკე აბულაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლისთვის ბიზნესის გაფიცვა ოპტიმალური გამოსავალი არ არის. მეტიც, მისი შეფასებით, ეს უშედეგოა.

„გაფიცვაზე ასე ვერ ვამბობ, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთ-ერთი ნაბიჯია. მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.

ვერ გეუბნებით, უნდა გაიფიცოს, ან არ უნდა გაიფიცოს. როცა საუბარია ბიზნესის გაფიცვაზე, მაგაში ვერ ვხედავ ხოლმე დიდ შედეგს“, - ამბობს თორნიკე აბულაძე.

ცნობისთვის, აბულაძემ გადაცემა „ბიზნესის კვირეულის“ ეთერში განაცხადა, რომ გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.

კანუდოსელი აი ხო ხარ ღირსი ნაცები გყავდეს ხელისუფლებაში და დღენიადაგ ციხით გემუქრებოდნენ. ოცნების ბრალია ესენი რომ მიუშვა თავისუფლად. ნაცების დროს გაწმენდილი რომ იყო ეს გამოთაყვანებული, რატომ ერთხელ ვერ გავიგეთ მისი საპროტესტო ხმა მაშინ, როცა ჩვენ სულს გვაძრობდნენ ნაცები?
2 კვირის უკან