ეკა სეფაშვილი პიროტექნიკის და ნიღბების გამოყენების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე: ეს საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალადობის პრევენცია, რაც მხოლოდ დადებით მოვლენად შეიძლება შეფასდეს

ეკა სეფაშვილი პიროტექნიკის და ნიღბების გამოყენების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე: ეს საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალადობის პრევენცია, რაც მხოლოდ დადებით მოვლენად შეიძლება შეფასდეს

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ეკა სეფაშვილი პიროტექნიკის და ნიღბების გამოყენების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ ეს ინიციატივა ემსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას. 

მისივე თქმით, პიროტექნიკის და ნიღბების გამოყენების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალადობის პრევენცია, რაც დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს.

„პიროტექნიკის გაყიდვაზე ლიცენზირება და მიტინგებზე ნიღბებით სახის დაფარვის აკრძალვა, პირველ რიგში ემსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას, მათ შორის იმ მოქალაქეების უსაფრთხოებას, რომლებიც აპროტესტებენ ამა თუ იმ საკითხს. 
ეს საკანონმდებლო ინიციატივა ძირითადად არის ძალადობის პრევენცია, რაც მხოლოდ და მხოლოდ  დადებით მოვლენად შეიძლება შეფასდეს.

ეს ინიციატივა ადამიანის უფლებების დაცვად, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.