მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ეს ხალხი „დანოსებს“ აგზავნიდა ბრიუსელში, რომ ჩვენი ქვეყანა დასაჯეთო. მეტი ჯაშუშობა და მეხუთე კოლონობა რა გინდათ?!

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ეს ხალხი „დანოსებს“ აგზავნიდა ბრიუსელში, რომ ჩვენი ქვეყანა დასაჯეთო. მეტი ჯაშუშობა და მეხუთე კოლონობა რა გინდათ?!

ეს ხალხი „დანოსებს“ აგზავნიდა ბრიუსელში, რომ ჩვენი ქვეყანა დასაჯეთო. მეტი ჯაშუშობა და მეხუთე კოლონობა რა გინდათ?!, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან, ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე საუბრისას.

„ხმას აღარ იღებენ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ მიხვდნენ რა „მიქარეს“. მიხვდნენ რა გააკეთეს, ან საკუთარ თავს რა გაუკეთეს, ან მათ რომ ვინმემ ბოლომდე დაუჯეროს ქვეყანა რისთვის გაწირეს. „დანოსი“ გააგზავნეს უცხოეთში და ამასაც კი აპრავებდნენ იმ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ რუსული ქოლ-ცენრტრებიდან ფინანსდებიან. გუშინ, რუსული პროპაგანდისტული მანქანები აღიარებდნენ, რომ მათ ქვეყანაში, „ნაცმოძრაობის“ მთავარ დამფინანსებლებს ჰქონდათ ქოლ-ცენტრი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.