ვინც დღეს „იმედში“ მოვარდა და ითხოვდა ეთერებს, იმ ხალხს ალბათ, ისევ რომ მისცე ძალაუფლება, იმავეს იზამდნენ, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს, - განაცხადა ჟურნალისტმა მარიამ გაბედავამ „იმედი LIVE“-ში.
„დღეს ვნახეთ კადრები „იმედში“ მოვარდნის და სიმართლე გითხრათ, უკვე სერიოზულადაც ვეღარ აღვიქვამ, ისეთი ადამიანები იდგნენ მათ შორის, ვინც გაბედა და „იმედის“ კერძო ტელევიზიასთან მოვარდა, რომლებიც თავის დროზე აპროტესტებდნენ 7 ნოემბერს, იმ საშინელებას, რაც ყველას გვახსოვს. მე მაშინ ვიყავი 13 წლის და ძალიან კარგად მახსოვს გათიშული ეთერი „იმედის“ და მეგონა, რომ განგაშის ხმამ ჩამოკრა. გარეთ ისმოდა გამაყრუებელი ხმა მშვიდობიანი, დარბეული მოქალაქეების და გათიშული, წართმეული „იმედი“, ნაცემი, მიწასთან გასწორებული ჟურნალისტები. დღესაც ალბათ, ამ ხალხს რომ ძალაუფლება ჰქონდეთ, ვინც დღეს „იმედში“ მოვარდა და ითხოვდნენ ეთერებს, ისევ იმავეს იზამდნენ“,- აღნიშნა გაბედავამ.
მისივე თქმით, დღეს ძალადობის დაგმობისკენ ისეთი ხალხი მოუწოდებს, რომლებსაც თავად არასდროს დაუგმიათ ძალადობა, რომელიც თუნდაც „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ ხორციელდება.
„ახლა „იმედის“ ჟურნალისტების სიები რომ დაწერეს, ძალიან გულთან ახლოს მიმაქვს ის, რაც ახლა ხდება. ბავშვობიდან ჩემთვის „იმედი“ იყო ის ტელეკომპანია, რომელიც მართლა იმედი იყო ქართველებისთვის იმ საშინელ წლებში, როცა საშინელ უსამართლობას ვებრძოდით. 13 წლის რომ ვიყავი და მოხალისედ ვმუშაობდი „რადიო უცნობში“, მაშინ მახსოვს, რომ შიშის ისეთი ფაქტორი იყო გარეთ გასვლის და ისეთი ტერორი იყო, სახლში დავბრუნდებოდით თუ არა არავინ იცოდა. დღეს მე მეუბნებიან და მაბულინგებენ იმის გამო, რომ საჯარო ფიგურა ვარ და არ გამოვთქვამ ჩემს აზრს იმ ძალადობის მიმართ, რაც ხდება. ვინც მე ძალადობის დაგმობას მიწუნებს იმ ადამიანების მხრიდან დაგმობილი ძალადობა მე არ მინახავს, თუნდაც „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ, როცა პირდაპირ ეთერში ისევ 7 ნოემბერს გისურვებდნენ“, - განაცხადა გაბედავამ.