აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის აპირებს დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს.
ტელეწამყვანის კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში ისევ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ნიშნავს, ტრამპმა უპასუხა: „კი“.
„თუ ვინმე მხოლოდ ერთი ფეხით, ორი ფეხიც არ არის საჭირო, დააბიჯებს ჩვენს მიწაზე, ეუბნებიან: „გილოცავთ, თქვენ ამერიკის შეერთებული შტატებს მოქალაქე ხართ“. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ, ვინაიდან ეს უაზრობაა“, - დასძინა ტრამპმა.