დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა „ალბათ უნდა მოემზადოს“ აშშ-სგან ნაკლები დახმარების მისაღებად

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა „ალბათ უნდა მოემზადოს“ აშშ-სგან ნაკლები დახმარების მისაღებად

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა „ალბათ უნდა მოემზადოს“ აშშ-სგან ნაკლები დახმარების მისაღებად.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – „უნდა მოემზადოს თუ არა უკრაინა აშშ-სგან ნაკლები დახმარების მიღებისთვის?“, – დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ალბათ უნდა მოემზადოს, დიახ“.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია კომუნიკაცია, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ არ სურს რაიმე ისეთის თქმა, რაც ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს.

„დაახლოებით 500 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ბაიდენს ეს უნდა შეეჩერებინა“, – განაცხადა ტრამპმა.