ნინო ბორჩხაძე „მთავარ არხს“: იდენტიფიცირება „შეძელით“ ერთადერთი ადამიანის, რომელიც უნიღბოდაა და მსხვერპლს ეხმარება? რატომ არ მირეკავთ კომენტარისთვის? ჩემი შვილია ლუკა თოფურიძე არც „ტიტუშკაა“ და არც ზონდერი, არც დაჯგუფების წევრი

ნინო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „მთავარმა არხმა“ მისი შვილის ლუკა თოფურიძის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

„მთავარი არხი • Mtavari Arkhi იდენტიფიცირება „შეძელით“ ერთადერთი ადამიანის, რომელიც უნიღბოდაა და მსხვერპლს ეხმარება? რატომ არ მირეკავთ კომენტარისთვის? ჩემი შვილია ლუკა თოფურიძე. არც „ტიტუშკაა“, არც ზონდერი.
არც დაჯგუფების წევრი. არც მაგ საქმეზე მისულა იქ.

ან ის ქარდი ჩამოხსენით და მოძალადეების სახელები დაწერეთ სწორად, ან დამელოდეთ, რას ვიზამ, ეს ყველაფერი რომ მორჩება.
ლუკას ცოლმა, მამამ და დედამ, სამივემ დავწერეთ საჯაროდ, რა მოხდა და რატომ იყო იქ.
ველოდები თქვენგან პასუხს“, - წერს ნინო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში.