დიმიტრი ხუნდაძე: ჟურნალისტების სიების დასანქცირების მოთხოვნით გამოქვეყნება არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება და სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის ნოყიერ ნიადაგს ძალადობისა და კრიმინალისთვის

დიმიტრი ხუნდაძე: ჟურნალისტების სიების დასანქცირების მოთხოვნით გამოქვეყნება არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება და სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის ნოყიერ ნიადაგს ძალადობისა და კრიმინალისთვის

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ეკა კვესიტაძის ფაშისტურ ქმედებას, რომელმაც დასანქცირების მოთხოვნით სოციალურ ქსელში „იმედის“ ჟურნალისტების სია გამოაქვეყნა, მედიასთან გამოეხმაურა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება და სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის ნოყიერ ნიადაგს ძალადობისა და კრიმინალისთვის. 

„ესეც არის ბრძოლის ერთ-ერთი მიუღებელი ინსტრუმენტი, დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულება, რა დროსაც მიმდინარეობს ადამიანების დევნა და მათი რაღაც სიებში მოქცევა. გახსოვთ ისიც, როცა დეპუტატებს, მათ ოჯახებს და შვილებს დასდევდნენ, ტელეფონის ნომრებს, სკოლებისა და სახლების მისამართებს უქვეყნებდნენ, სადაც სწავლობდნენ და ცხოვრობდნენ და ა.შ. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება და სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის ნოყიერ ნიადაგს ძალადობისა და კრიმინალისთვის“, - აღნიშნა ხუნდაძემ.