სრულიად მიუღებელი იყო ის, არც ჩვენ ვიხილეთ თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია, გმობენ მხოლოდ შერჩევით და როგორც ჩანს ბევრისთვის არის ეს შემდეგ წამახალისებელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე საუბრისას.
„ჩვენ ყველანაირი ძალადობა დავგმეთ, ჩვენთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, რა თქმა უნდა უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა ის რაც გუშინ ვნახეთ თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.