არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არ ჰქონდეთ შესაძლებლობა სახე დამალონ

რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ კონკრეტული ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, რათა ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ისინი დაძრწიან ქუჩა-ქუჩა და ადამიანებზე ძალადობენ.

„ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი სახე დამალონ და თავიანთი ბნელი ზრახვები ნიღბების უკან იყოს ამოფარებული. ამიტომაც თითოეულს, თუ ვინმეს რამეს გაპროტესტება უნდა, გააპროტესტოს და საერთოდ არ არის საჭირო ნიღბები გამოყენება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.