პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მიიღებენ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით იმსჯელებს პარლამენტი.
„ყველა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს, სწორედ ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები.
ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას, ამიტომ პრემიერის ინიციატივით პარლამენტი მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით იმსჯელებს და მივიღებთ შესაბამის კანონმდებლობს, რისი მიზანიც იქნება, რომ ყველას ჰქონდეს აქციაზე მისვლის და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, თუმცა ნიღბები იყოს აკრძალული, იმისთვის რომ ნებისმიერი მოძალადე იყოს იდენტიფიცირებული“, - განაცხადა ბოჟაძემ.