10 დღეა რუსთაველის გამზირზე და მომდებარე ქუჩებზე ნიღბიანი მომიტინგეები დათარეშობენ, არბევენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ და გზად გადაეღობებათ და თქვენ გაგიკვირდათ ნიღბიანი მოძალადეები??? - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სწორედ 10 დღეა, პოლიცია მაქსიმალურად არიდებს თავს ნიღბიანებს, რათა მათთან კონფლიქტში არ შევიდეს და გაუგებარია, ახლა რატომ უკვირს საზოგადოების ნაწილს, პოლიციელების სიფრთხილე.
"თქვე დალოცვილებო!!! 10 დღეა რუსთაველის გამზირზე და მომდებარე ქუჩებზე ნიღბიანი მომიტინგეები დათარეშობენ, არბევენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ და გზად გადაეღობებათ და თქვენ გაგიკვირდათ ნიღბიანი მოძალადეები???
თუ ისე გქონდათ დადგმული, რომ კარგად იცით რა შედგები მოჰყვებოდა?? 10 დღეა პოლიცია ნიღბიან მოძალადეებს ერიდებიან მაქსიმალურად, რომ კონფლიქტში არ შევიდნენ მათთან და ახლა გაგიკვირდათ პოლიციის სიფრთხილე??? ცოტა აზრზე მოდით!!!!" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.