ირაკლი კობახიძე: შოთა უტიაშვილმა, რომლის იდეაც იყო  26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა

ირაკლი კობახიძე: შოთა უტიაშვილმა, რომლის იდეაც იყო  26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა

მინდა, ყველას ვუთხრა, „ნაცმოძრაობა" ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთა უტიაშვილმა, რომელიც თავის დროზე მუშაობდა მერაბიშვილის შსს-ში და რომლის იდეაც იყო  26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა.

 იცით, რომ დღეს დილიდან რუსთაველზე დაიწყო საახალწლო ნაძვის ხის აწყობა. შოთა უტიაშვილმა, მინდა, შეგახსენოთ, ვინ არის შოტა უტიაშვილი - ეს არის ერთ-ერთი ზონდერი ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე, თავის დროზე ის მუშაობდა ვანო მერაბიშვილთან შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი იდეა იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება. მაშინ მოკლეს მერაბიშვილის დანაცმოძრაობის" ზონდერებმა ოთხი ადამიანი. სწორედ უტიაშვილის იდეა იყო ამ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება და ამ ადამიანმა შოთა უტიაშვილმა დღეს დააანონსა ნაძვის ხის დაწვა. მინდა, ყველას ვუთხრა შემდეგინაცმოძრაობა" ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.