ირაკლი კობახიძე: რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ვერ ბედავენ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას - თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ისინი ყოფილან სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის

ირაკლი კობახიძე: რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ვერ ბედავენ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას - თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ისინი ყოფილან სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები, ყველას რცხვენია, ერქვას "ნაცი"

რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ვერ ბედავენ იმის მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ეს ადამიანები ყოფილან სინამდვილეში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები, რისი აღიარებაც მათ არ სურთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველას რცხვენია, ერქვას  კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი.

„რუსთაველზე პროტესტის მონაწილეების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს და შესაბამისად, საერთო რაოდენობის კლებასთან ერთად იკლებს ძალადობაც. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ პროტესტს მთლიანად გამოეცალა შინაარსი. ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ არავითარი ევროინტეგრაცია ხელისუფლებას არ შეუჩერებია და სინამდვილეში, რაც აწუხებთ ამ ადამიანებს, რუსთაველზე შეკრებილ 3000 თუ 4000 ადამიანს, ეს არის ის, რომ მათ წააგეს უკვე მეცხრედ არჩევნები, თუმცა შესაბამისი მოთხოვნების დაყენებას ისინი ვერ ბედავენ, ვერ ბედავენ იმის მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ეს ადამიანები ყოფილან სინამდვილეში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები, რისი აღიარებაც მათ არ სურთ. ყველას რცხვენია, ერქვას „ნაცი", კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი. ჩვენ ხმა მოგვცა 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ ამომრჩეველს ხმას ვერავითარი აგრესიული უმცირესობა ვერ წაართმევს ", - განაცხადა პრემიერმა.