ირაკლი გოგავა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე: ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესებში ესკალაცია ნამდვილად არ შედის

ირაკლი გოგავა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე: ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესებში ესკალაცია ნამდვილად არ შედის

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა გადაცემაში „იმედი LIVE“ ტელეკომპანია „პირველის“ გადაებ ჯგუფზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესებში ესკალაცია ნამდვილად არ შედის. ჩემი ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია და ეძებენ იმ პირებს. არ გამიკვირდება ნამდვილად, თუ აღმოჩნდება, რომ ესკალაციისთვის თავად პროტესტის ორგანიზატორებმა გააკეთეს ეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც ეს გააკეთა, უნდა დაისაჯოს.

პროცესების გაჩერება მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს პროცესები იმართება და ფინანსდება დასავლეთიდან. მართალია „მეხუთე კოლონის“ სახეები გადამალეს, რომელიც ალაგ-ალაგ მაინც ჩნდებიან, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უცხოეთის ჯამაგირზე მყოფი „მეხუთე კოლონა“. მათი მიზანია სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა და შემდეგ კი საქართველო უნდა ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ეს არის გეგმა“, - აღნიშნა გოგავამ.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მარბიელი ასე ძნელია მეხუთე კოლონის დაფინანსების წყაროების გაშიფვრა?
ჟურნალისტზე იქნება თუ ვეტერინარზე, თავდასხმა და ძალადობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!
2 კვირის უკან
მარბიელი სანამ ქვეყანაში უცხოეთიდან ფულის შემოდინების (უკანონოდ შემოდინების)გზები აე ამოიქოლება
და
კანონიერად შემოსულის ხარჯვის შესაბამისობა არ გაკონტროლდება, საშველი არ იქნება!
2 კვირის უკან