მამუკა მდინარაძე: მე პირადად ვიქნები ინიციატორი იმისა, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში და აქციებზე თანამონაწილეების უნდა იყოს აკრძალული

მამუკა მდინარაძე: მე პირადად ვიქნები ინიციატორი იმისა, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში და აქციებზე თანამონაწილეების უნდა იყოს აკრძალული

მე პირადად ვიქნები ინიციატორი იმისა, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში და აქციებზე თანამონაწილეების უნდა იყოს აკრძალული. ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება, ქვებს ისვრიან, სპეცრაზმს ესვრიან - ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ ან ვერა, ახლა ვიღაცა ჟურნალისტს თავს დაესხა, ან მიაგნებ ან ვერა, ასეთი საშინელება ხდება. ეს არის ჩემი აზრი,  - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში სატელეფონო ჩართვისას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მის ინიციატივას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა და თვლის, რომ ამ თემას ექნება მხარდაჭერა. მანვე მიმართა ოპონენტებს რამდენად მისაღებია მათთვის ნიღბით რომ გადაადგილდებიან უცხო პირები. 

„მე და ირაკლი კობახიძე ვლაპარაკობდით სხვათა შორის გუშინ და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზეა დაახლოებით ვიცი, მაგრამ ახლა ზუსტად მოვიდა ის მომენტი, ძალიან ცუდი დამთხვევაა, რომ ნიღბით იდენტიფიცირება რომ ვერ ხდება და პოლიციელები რა დღეშია, ამ დონეზე იყო ლაპარაკი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დამიჭერენ ჩემი მეგობრები და კოლეგები, განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლები, რომ ნიღბით გადაადგილება, ვისაც უნდა ჩამოიცვამს ნიღაბს, ხან პოლიციელს ქვას ესვრის, ხან ჟურნალისტს გალახავს, ხან ოპერატორს თავს დაესხმება და მერე გამომძიებლებმა ირბინონ ქუჩა ქუჩა აბა იქნებ თვალებით იცნოს ვიღაცამო. რეალურად ამას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, რაზეც მე პირადად როგორ ერთი ადამიანი და ერთი დეპუტატი ამ კონკრეტულ შემთხვევაში  ბუნებრივი ინიციატორიც ვიქნები და თანახმაც ვარ და მე მგონია, რომ ამ საკითხს ექნება გამოხმაურება ჩვენების მხრიდანაც და მათაც ვკითხოთ აბა ჩვენს ოპონენტებს ნიღბით რომ დარბოდნენ ვიღაც მავნებლები თუ პროვოკატორები, უფრო პროვოკატორები, იქნებიან თუ არა თანახმა. ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება იმ მარაზმზე, რაც ვნახე რამდენიმე წუთის წინ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.