„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, საპროტესტო აქციის გაშუქებისას მოხდა, როდესაც ის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა.

მათ თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპერატორ გიორგი შეწირულს თავი აქვს გატეხილი. ისინი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ.