მამუკა მდინარაძე: თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება და გვაქვს ძალიან უსიამოვნო მომენტები, მაგრამ ათასჯერ უსიამოვნო იქნებოდა 16-20 დეკემბრის რიცხვებში. ქალბატონი რასაც იქნებოდა აქ, ვინც ჩამოდიან და ვინც არ ჩამოდიან, ისინიც იქნებოდნენ

მამუკა მდინარაძე: თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება და გვაქვს ძალიან უსიამოვნო მომენტები, მაგრამ ათასჯერ უსიამოვნო იქნებოდა 16-20 დეკემბრის რიცხვებში. ქალბატონი რასაც იქნებოდა აქ, ვინც ჩამოდიან და ვინც არ ჩამოდიან, ისინიც იქნებოდნენ

ჩვენ მართლაც თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება და გვაქვს ძალიან უსიამოვნო მომენტები, მაგრამ ათასჯერ უსიამოვნო, თუ ამას უსიამოვნო შეიძლება დაერქვას, იქნებოდა 16-20 დეკემბრის რიცხვებში. ქალბატონი რასაც იქნებოდა აქ, ვინც ჩამოდიან და ვინც არ ჩამოდიან, ისინიც იქნებოდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის დელეგაციის ხვალინდელ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელსაც რასა იუკნევიჩიენე უხელმძღვანელებს.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ქალბატონი რასა ჩამოსვლას აპირებდა 16-ში [დეკემბერს] და ახლა ჩამოდის, რადგან მას მოუწია ვიზიტის გადმოწევა. 16-20 დეკემბრის მოვლენების პარალელურად უნდა ჩამოსულიყო სხვა თანამოაზრეებთან და თანამზრახველებთან ერთად. 16-დან 20-მდე რომ ევროსაბჭოს გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იყოს, ეს ვიცით. პიროტექნიკა რომ ნოემბერში თითქმის ორჯერ მეტი გაიყიდა, ვიდრე წინა წელს, 27 ნოემბრამდე, იქამდე, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილება იქნებოდა ჩვენი მხრიდან ინიციირების შესახებ მოლაპარაკების გახსნისა, ესეც არ მოგვჩვენებია ხომ არავის?! ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მართლაც თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება და გვაქვს ძალიან უსიამოვნო მომენტები, მაგრამ ათასჯერ უსიამოვნო, თუ ამას უსიამოვნო შეიძლება დაერქვას, იქნებოდა 16-20 დეკემბრის რიცხვებში. ქალბატონი რასაც იქნებოდა აქ, ვინც ჩამოდიან და ვინც არ ჩამოდიან, ისინიც იქნებოდნენ. ეს ავიცილეთ სწორედ თავიდან. ამიტომ იყო სამი დღის წინ ჩვენს მომხრეებს რომ ვებოდიშებოდით“, - აღნიშნა მდინარაძემ.