გელა ნიკოლაიშვილი: როდესაც გვეუბნებიან, რომ ევროპულობა არის ქვების, „მოლოტოვის კოქტეილების“, პიროტექნიკის სროლა და ა.შ. და ამაზე ადეკვატური რეაქცია პოლიციის მხრიდან არის ძალადობა მათი მხრიდან, ეს არც ევროპელობაა და არც ობიექტურობა

როდესაც გვეუბნებიან, რომ ევროპულობა არის ქვების, „მოლოტოვის კოქტეილების“, ბოთლების, პიროტექნიკის სროლა, ცეცხლის გაჩენა, და ა.შ. და ამაზე ადეკვატური რეაქცია პოლიციის მხრიდან არის ძალადობა მხოლოდ მათი მხრიდან, ეს არც ევროპელობაა და არც ობიექტურობა, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„სამწუხარო სცენებს ვხედავთ, ძალადობის, რომელიც არის ჩვენს თვალწინ და ამ თვალსაზრისით პროპორციული ძალის გამოყენება პოლიციას ყოველთვის აქვს. რაც შეეხება რეჟისორებს, ერთი და იგივე სცენარია, თეორიულადაც და მეცნიერულადაც გამოკვლეულია როგორ უნდა ხდებოდეს „ფერადი რევოლუციები“. როდესაც გვეუბნებიან, რომ ევროპულობა არის ქვების, „მოლოტოვის კოქტეილების“, ბოთლების, პიროტექნიკის სროლა, ცეცხლის გაჩენა, და ა.შ. და ამაზე ადეკვატური რეაქცია პოლიციის მხრიდან არის ძალადობა მხოლოდ მათი მხრიდან, ეს არც ევროპელობაა და არც ობიექტურობა. ძალადობა არ უნდა იყოს არცერთი მხრიდან“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.