რა გაიფიცნენ, ვინ გაიფიცა. რამდენიმე ათეული ადამიანია გაფიცული და სულ ეს არის, რაც გამოსდით მეტ-ნაკლები წარმატებით, ეს არის ბულინგი გარკვეული ადამიანებისა, ვინც სამწუხაროდ, ამ ბულინგს დაექვემდებარა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რადიკალებთან დაკავშირებით.
ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, მას და პარტიის სხვა ლიდერებს, მისდით შეტყობინებები, რომ ბულინგს ვერ უძლებენ.
„არ შეიძლება, ასეთი რაღაცები არ უნდა გამომქონდეს, მაგრამ მგონია, რომ საჭიროა, რათა მიხვდნენ ჩვენი გულწრფელობის ხარისხსაც და ვიღაცებმა თავისი თავი ამოიცნონ ახლა რასაც ვიტყვი. ძალიან ვცდილობ ასეთი რაღაცები გარეთ არ გამოვიტანო. მე არ მჭირდება პირადად და არც არავის ჩვენს რიგებში, ასეთი არ არის ერთი და ორი მესიჯი.
არ მჭირდება, აი, პირადად შენ დიდ პატივს გცემ, მიყვარხარ და ა.შ. ოღონდ ისე მაბულინგებენ, რომ ვერ ვუძლებ და ეს უნდა დავწერო ან ეს უნდა გავაკეთო. თუ ჩელიაბინსკში გაიღვიძეთ და პუტინის მონები ვართ, რატომ გიყვარვართ და რატომ გვცემთ პატივს. თუ არადა ცოტა გონებას უნდა მოუხმოთ ყველამ. არც სიყვარული და პატივისცემა მჭირდება არავისი, ასე სიტყვებით, არც მე და არც სხვა ლიდერებს, რომლებსაც მესიჯებს წერთ ვიღაც-ვიღაცები. თუ ასეა, ან ერთი უნდა გადაწყვიტოთ, ან მეორე. ან უნდა დაუჯეროთ, რომ ჩელიაბინსკში ვართ და პუტინის საქმეს ვაკეთებთ, ან სიყვარული და პატივისცემის გამოხატვა რაღაა პირადში. ყველამ თავის თავს მოუაროს. მესმის, შვილებით ბულინგიც მესმის. მესმის, რაც მომწერა რამდენიმე თქვენგანმა და კონკრეტულად არავის არასდროს დავასახელებ, ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს ვიტყვი, თუ მაინცდამაინც ვინმე არ გამოხტება, ვინ მიწერაო, თავის თავზე, მე შეიძლება შემდეგ გავასაჯაროო, თვითონ თუ იტყვის, მაგრამ ისე არავისზე გახმაურებას არ ვაპირებ ამ ცნობებისას, თუმცა რეალურად უნდა დავფიქრდეთ, ვექვემდებარებით თუ არა ამ ფსევდო ლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამის ბულინგს, თუ არ ვექვემდებარებით. საჯარო მოხელე, რომელიც აქციების დაწყებიდან მეორე, მესამე, მეოთხე დღეს პეტიციას ხელს აწერდა და შემდეგ ამბობდა, რომ როგორ გავიწვიო ახლა ეს ხელმოწერაო მეშვიდე და მერვე დღეს, ბულინგს დაქვემდებარებულია თუ არ არის დაქვემდებარებული, მყარი არ არის თავის წარმოდგენებში ხომ? ან უნდა გაჰყვე იმ სიგიჟეს, რასაც „რუსეთის მონობა“ ჰქვია, ან უნდა გაჰყვე იმ რეალურობას, რასაც შენი სამშობლოს მსახურება ჰქვია. თუ ვინმეს ჰგონია მართლა, რომ ძალიან გულზე გვეხატებიან ვიღაც-ვიღაცები, ვინც განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის, მხარდამჭერსაც კი, ძალიან ცდებიან და ცოტა მიხვდნენ რაზეა ლაპარაკი. სხვათა შორის, ეს განცხადებებიც, ელემენტარული რაიმე კავშირი რომ იყოს რაღაც დონეზე, არ იქნებოდა არცერთი. ცეცხლზე ნავთის დასხმის პრევენცია იქნებოდა ჩვენი პირველი საქმე, მაგრამ მიხვდეთ იქნება, რომ ეს ასე არ არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.